თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაკარგულად ითვლებოდა, ნაპოვნია.
„ჩვენს მოქალაქეებთან შეძლებისდაგვარად კავშირი გვაქვს. ყველა დაკარგული, ვისზეც ინფორმაცია გვქონდა, რომ დაკარგულია, ვიპოვეთ. მათ შორის, ჩვენს ფეხბურთელებსაც მივაკვლიეთ. იმ ზონაში შეღწევა ძალიან რთულია, ამიტომ მოვუწოდებ ყველას, რამენაირად მოგვაწვდინონ ხმა, სად არიან, როგორ არიან,“ - განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.
შეგახსენებთ, თურქეთში ძლიერ მიწისძვრას საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა.
სამხრეთ თურქეთში, 10 პროვინციაში ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 1 650 ადამიანი დაიღუპა და 11 100-ზე დაშავდა.