სამხრეთ თურქეთსა და ჩრდილოეთ სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 4800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ქაჰრამანმარაშსა და მიმდებარე რაიონებში 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ, მაშველები ნანგრევებში ჩარჩენილი ადამიანების გადასარჩენად იბრძვიან. ორივე ქვეყანაში ათასობით შენობა დაინგრა.
ქვეყნის კატასტროფების სააგენტოს ცნობით, მხოლოდ თურქეთში პირველი მიწისძვრის შემდეგ 3381-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 15000-ზე მეტი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, სირიაში 1500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ქვეყნები, მათ შორის აშშ და სამხრეთ კორეა, თურქეთს დახმარებას უგზავნიან.
თურქეთში მაშველები გაემგზავრნენ საქართველოდან.