თბილისის საკრებულოში გამგებლები დაამტკიცეს. დღევანდელ სხდომაზე თბილისი მერის მიერ წარდგენილი 4 კანდიდატს განიხილეს. ესენია: გლდანის, ვაკის, კრწანისის და დიდუბის გამგებლები.
სხდომის დასრულების შემდეგ საკრებულოს წევრებმა წარდგენილ კანდიდატებს მხარი დაუჭირეს.
ვაკის რაიონს დავით კვინიკაძე უხელმძღვანელებს, კრწანისის რაიონს – ბექა მიქაუტაძე, გლდანს – ლევან ნაროუშვილი, ხოლო დიდუბის რაიონს – ლევან ჯღარკავა.
შეგახსენებთ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვაკის, კრწანისის, დიდუბისა და გლდანის რაიონების გამგებლობის კანდიდატები 27 იანვარს წარადგინა.