უკრაინა თურქეთს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუგზავნის

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლადიმირ ზელენსკიმ თურქეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ ბრძანება No61/2023 სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განკარგულების თანახმად, უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა თურქეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება უნდა უზრუნველყოს.