ერდოღანმა მიწისძვრით დაზარალებული ქვეყნის 10 პროვინციაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრით დაზარალებული ქვეყნის 10 პროვინცია საგანგებო ზონად გამოაცხადა.

ერდოღანის შეფასებით, თურქეთი არამხოლოდ თავისი ისტორიის, არამედ მსოფლიო ისტორიის უდიდესი კატასტროფის წინაშეა.

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 3 432-ს მიაღწია, დაშავებულთა ოდენობა კი, ქვეყნის ათ პროვინციაში 21 103-ს შეადგენს.