გაერომ თურქეთისა და სირიისთვის 25 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარება დააანონსა.
გაეროს სპიკერმა სტეფან დუჟარიკმა მედიას განუცხადა, რომ ეს დახმარება გადაუდებელ საჭიროებებს დააკმაყოფილებს.
მისი თქმით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ 10 პროვინციაში მცხოვრები 15 მილიონი ადამიანიდან, 1,7 მილიონზე მეტს სირიელი ლტოლვილები შეადგენენ.
კატასტროფების ეროვნული სააგენტოს ცნობით, თურქეთში ორშაბათს, კაჰრამანმარას ცენტრში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 5434-მდე გაიზარდა, 31000-ზე მეტი კი, დაშავდა.
თურქეთსა და ჩრდილოეთ სირიაში, ჯამში დაიღუპა 7200-ზე მეტი ადამიანი, მაგრამ ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი შეიძლება, კვლავ გაიზარდოს.