თურქეთში 7-სართულიანი შენობის ნანგრევებიდან 6 წლის ბიჭი გამოიყვანეს. დედის პოვნის მიზნით, სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
![]()
თურქული სააგენტო Anadolu-ს ცნობით, ეიმენი ჰატაიში, 7,7 და 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრების შედეგად დაზარალებული 10 პროვინციიდან ერთ-ერთში, სტამბოლის ბაჰჩელიევერის მუნიციპალიტეტის გუნდებმა გადაარჩინეს.
![]()
გადარჩენილთა შორისაა 35 წლის ფილიზ აბარი, რომელიც გაზიანთეპში, ერთ-ერთ პროვინციაში, ექვსსართულიანი შენობის ნანგრევებიდან ამოიყვანეს. ეს პროვინცია მძიმედ დაზარალდა 7,7 და 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრების შედეგად. ქალმა ნანგრევებში 34 საათი გაატარა.
33 საათი ეძებდნენ 4 წლის გოგონას, რომელიც ნანგრევებიდან ასევე ცოცხალი ამოიყვანეს. გულ ინალი ჰათაის პროვინციაში, სამსართულიანი შენობის პირველ სართულის ნანგრევებში იპოვეს.
![]()
სამხრეთ თურქეთში მიწისძვრიდან 33 საათის შემდეგ, მაშველებმა დედა და მისი ორი ქალიშვილი ასევე ცოცხლად ამოიყვანეს შენობის ნანგრევებიდან.
სამაშველო ოპერაცია ჰაითის პროვინციაში ჩატარდა. სასწრაფო დახმარების მანქანაში გადაყვანისას ერთ-ერთ ქალიშვილს გული გაუჩერდა, მაგრამ სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მისი გადარჩენა შეძლო.
ბოლო ინფორმაციით, კაჰრამანმარაშში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4544-მდე გაიზარდა, ათასობით დაშავდა.
დაზარალდა სხვა პროვინციები: გაზიანთეპი, ჰათაი, ოსმანიე, ადიამანი, მალათია, შანლიურფა, ადანა, დიარბაკირი და კილისი. თურქთში 7-დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში კი, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მიწისქვეშა ბიძგები მეზობელ სირიაშიც იგრძნობოდა, სადაც 1800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.