თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 11 200-ს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 11 200-ს გადააჭარბა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, დაღუპულთა სავარაუდო მაჩვენებელი, ჯამში, 20 000-მდე იქნება.

ცნობისთვის, 1999 წელს თურქეთში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას 17,000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.