თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქაჰრამანმარაში პროვინციაში იმყოფება, რომელიც დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ძლიერ დაზარალდა. მისი თქმით, თურქეთმა მთელი თავისი ინსტიტუტებითა და რესურსებით მიიღო ზომები სამხრეთ პროვინციებში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ.
ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთში მიწისძვრის შედეგად, რომელიც ასევე იგრძნობოდა ახლომდებარე ქვეყნებში, მათ შორის სირიასა და ლიბანში, სულ მცირე 8,574 ადამიანი დაიღუპა და 49,133 დაშავდა.
მანვე აღნიშნა, რომ სულ 6444 შენობა ჩამოინგრა.
„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენი მოქალაქეები თავშესაფრის გარეშე დარჩნენ“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ შვიდდღიანი გლოვაა გამოცხადებული.