გერმანიის კანცლერის შეფასებით, უკრაინა რუსეთის სასტიკი აგრესიის წინააღმდეგ გმირულად იბრძვის - გამბედაობით, სიმამაცით და შეუპოვრობით. გერმანიის კანცლერმა ამის შესახებ პარიზში განაცხადა, როდესაც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად შეხვდა ვოლოდიმირ ზელენსკის.
„მე პირადად დავარწმუნე ზელენსკი, რომ ჩვენ დავდგებით უკრაინის გვერდით, სანამ საჭირო იქნება“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.