საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია საფრანგეთის დახმარების იმედი ჰქონდეს სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად.
მაკრონმა ამის შესახებ პარიზში უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უკრაინას შეუძლია, ჩვენი იმედი ჰქონდეს მშვიდობის მშენებლობაში. გეგმა, რომელიც თქვენ შემოგვთავაზეთ, არის არსებითი საფუძველი ამ გზაზე დისკუსიებისთვის, რომლებმაც უნდა მიგვიყვანოს საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციისკენ", - განაცხადა მაკრონმა.
მისივე თქმით, მომავალმა მშვიდობამ უნდა მოუტანოს სამართლიანობა უკრაინასა და მის ხალხს და შესაძლებელი გახადოს „ყველასთვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ზონის შექმნა“.
მაკრონის თქმით, უკრაინას შეუძლია, ომში გასამარჯვებლად საფრანგეთის იმედი ჰქონდეს.