ზელენსკი: რამდენიმე ევროპული ქვეყანა მზადაა, უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავები მიაწოდოს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 9 თებერვალს განაცხადა, რომ „რამდენიმე“ ევროპელმა ლიდერმა გამოთქვა მზადყოფნა, უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავები და სხვა საჭირო იარაღი მიეწოდებინა.

ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ აპირებს ორმხრივი შეხვედრების სერიას სადაც საბრძოლო ავიაციის თემას მიექცევა საჭირო ყურადღება.

მას არ დაუსახელებია იმ ქვეყნების სახელები, რომლებსაც გულისხმობდა ან ვისთან შეხვედროდა.

ზელენსკის განცხადება გაკეთდა მეორე საერთაშორისო მოგზაურობის ფონზე, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში დაიწყო უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა.

ზელენსკი ევროპარლამენტში გამოსვლის შემდეგ დაესწრო შეხვედრას ევროკავშირის 27 ლიდერთან.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ 9 თებერვალს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის, უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავები მიაწოდოს, მაგრამ მას NATO-ს სხვა მოკავშირეებთან შეთანხმება სჭირდება.