უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ევროკავშირის წევრობა ორ წელიწადში სურს, NATO-ს ნაწილი კი, რუსეთზე გამარჯვების შემდეგ უნდა გახდეს.
მისივე თქმით, უკრაინას ასევე დასჭირდება უსაფრთხოების გარანტიები.
2 თებერვალს ზელენსკიმ განაცხადა, რომ „უკრაინა იმსახურებს“ მოლაპარაკებებს 2023 წელს ევროკავშირის წევრობის შესახებ.
უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი ომის ფონზე, თებერვლის ბოლოს გააკეთა.