- თურქეთის ოფიციალური პირების განაცხადებით, 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრისას ჩამონგრეული შენობების მშენებლობასთან დაკავშირებით, 113 პირის დაპატიმრების ორდერი გაიცა. თურქეთის პოლიციამ უკვე დააკავა სულ მცირე 12 ადამიანი, მათ შორის არიან სამშენებლო კონტრაქტორები.
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა, რომ პროკურატურამ, სამხრეთ-აღმოსავლეთში მიწისძვრებით დაზარალებულ 10 პროვინციაში დანაშაულთა გამოძიების დეპარტამენტები შექმნა. მან აღნიშნა, რომ 131 ეჭვმიტანილის პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთა - ერთი დააკავეს, 113-ზე კი, დაკავების ორდერი გაიცა.
დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთსა და მის მეზობელ სირიაში 6 თებერვალს მოხდა.
ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას თურქეთსა და სირიაში 28 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 7,7 მაგნიტუდის სიდდიდის მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. 6 თებერვალს, შუადღის შემდეგ, კიდევ მოხდა 7,6 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა და ეპიცენტრი კვლავ კაჰრამანმარაში იყო.