თურქეთში, ჰათაიში, ნიზიპის რაიონში, დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ გოგო ნანგრევებიდან გამოიყვანეს. გარდა ამისა, Anadolu-ს ცნობით, მიწისძვრიდან 140 საათის შემდეგ მაშველებმა 7 თვის ჩვილი ამოიყვანეს ნანგრევებიდან.
დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთსა და მის მეზობელ სირიაში 6 თებერვალს მოხდა.
ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას თურქეთსა და სირიაში 28 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 7,7 მაგნიტუდის სიდდიდის მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. 6 თებერვალს, შუადღის შემდეგ, კიდევ მოხდა 7,6 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა და ეპიცენტრი კვლავ კაჰრამანმარაში იყო.