მიწისძვრიდან 152 საათის შემდეგ, თურქეთში მაშველებმა 7 წლის ბიჭი გადაარჩინეს

თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით, მიწისძვრიდან 152 საათის შემდეგ, ადიიამანის პროვინციაში მაშველებმა 7 წლის ბიჭი გადაარჩინეს.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა, რომ სულ მცირე 24,617 ადამიანი დაიღუპა ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, რომელიც სამხრეთ თურქეთში ამ კვირის დასაწყისში მოხდა. ოქტაის თქმით, 32,071 სამძებრო-სამაშველო ჯგუფი აგრძელებს მუშაობას.