NATO-ს წევრ ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი მეტოქეობის მიუხედავად, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მხარდაჭერის ნიშნად, თურქეთში ჩავიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას Alarabiya ავრცელებს.
ნიკოს დენდიასი მის თურქ კოლეგას მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა.
ორი მინისტრი ანტაკიაში გაემგზავრა, სადაც ბერძენი მაშველები თურქ კოლეგებს სამძებრო ოპერაციაში ეხმარებიან.
საბერძნეთი იყო ევროპის პირველ ქვეყნებს შორის, რომელმაც მიწისძვრიდან რამდენიმე საათის შემდეგ გაგზავნა მაშველები და ჰუმანიტარული დახმარება თურქეთში.
გაეცანით Europetim-ის სტატიას