მიწისძვრიდან 152 საათის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან დები ამოიყვანეს

მიწისძვრიდან 152 საათის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან ორი და ამოიყვანეს. სამაშველო ოპერაცია სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, ადიამანის პროვინციაში ჩატარდა. ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს.

სულ მცირე 24,617 ადამიანი დაიღუპა ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, რომელიც სამხრეთ თურქეთში ამ კვირის დასაწყისში მოხდა.