მიწისძვრიდან 152 საათის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან 85 წლის ქალი გამოიყვანეს

მიწისძვრებიდან 152 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან 85 წლის ქალი გამოიყვანეს. ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს. სამაშველო ოპერაცია თურქეთის ჰათაის პროვინციაში ჩატარდა. 

სულ მცირე 24,617 ადამიანი დაიღუპა ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, რომელიც სამხრეთ თურქეთში ამ კვირის დასაწყისში მოხდა.