ჯანმოს გუნდი უხანში საავადმყოფოს ეწვია, სადაც პირველ ინფიცირებულებს უმკურნალეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ჩინელ მეცნიერებთან შეხვედრის შემდეგ, ჯანმოს ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფი უხანის, ჰუბეის პროვინციის საავამდყოფოს ესტუმრა.
სწორედ ჰუბეის პროვინციის ექიმი, ჯანგ ჯიქსიანი, იყო პირველი, რომელმაც ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალი კორონავირუსის შემთხვევა პირველმა დააფიქსირა.
ჯანმოს ჯგუფის ერთ-ერთი ექსპერტის, პიტერ დასზაკის თქმით, მას საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა საავადყოფოს თანამშრომლებთან, რომლებიც პირველები იყვნენ, ვინც ახალი კორონავირუსის შემთხვევა დააფიქსირეს.
ჯერჯერობით უცნობია ექსპერტთა ჯგუფის ზუსტი განრიგი, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ხზღვის პროდუქტების ადგილობრივ ბაზარსაც დაათვალიერებენ.