თურქეთში, მიწისძვრიდან 181 საათის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან ძმები გამოიყვანეს

თურქეთის სამხრეთ ჰათაის პროვინციაში, ანტაკიის რაიონში ორი ძმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს. წარმატებული სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დამანგრეველი მიწისძვრიდან 181 საათის შემდეგ ჩატარდა.

ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს.

სააგენტო სხვა დეტალებს არ ავრცელებს.

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 35 000-ს გადააჭარბა.