ბლოგის ავტორი: ემოციური ინტელექტის ქოუჩი, თამუნა ჩიჩუა
როგორია ნამდვილი, გაცნობიერებული, უპირობო სიყვარული?


შენი ადგილი მის თავში, გულში და ცხოვრებაში ხელშეუხებელია.
იმიტომ კი არა რომ სხვაზე უკეთესი ხარ, უბრალოდ შენ ამოგირჩია 7 მილიარდ ადამიანს შორის.

გიწილადებს საკუთარ დროს და გითმობს რესურსებს.
არა იძულებით, არამედ სიხარულით.
იმიტომ, რომ შენი ბედნიერება მისი ბედნიერებაა.

და ამ ყველაფერს აკეთებს არა გამრავლების ინსტიქტის, შიშის, გადარჩენის, ანგარების ან ვალდებულების გამო..
არამედ სიყვარულით - თავის ნებით და გადაწყვეტილებით,
ლაღად და ხალისიანად.
და ამისთვის არაფერს ელის სანაცვლოდ.

გაძლევს არჩევანის თავისუფლებას. არ ახდენს ძალადობით ან მანიპულირებით შენს შეჩერებას ნებისმიერ ურთიერთობაში..
ესმის რომ დამოუკიდებელი ადამიანი ხარ და თვითონ ირჩევ ცხოვრების გზას.
იდეალურია არა?
მხოლოდ ასეთ გაცნობიერებულ, უპირობო - ორმხრივ - სიყვარულზე დაფუძნებულ ურთიერთობაშია სიმშვიდე და ბედნიერება..
სხვა ყველაფერი - გამოგონილი, სხვებისთვის საჩვენებელი, დროებითი, გულდასაწყვეტი, არაფრის მომცემი სიცარიელეა..