აშშ-ში, მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაითუპა, ხუთი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს.
ამასთან, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, მათგან ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა.
სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ შეიარაღებული თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. ამ ეტაპზე ბრალდებული დაკავებული არ არის და მომხდარის შესახებ გამოძიება მიმდინარეობს.