ნიდერლანდების თვითმფრინავები პირველად აედევნენ რუსულ თვითვმფრინავებს SU-27, რომლებიც NATO-ს საჰაერო სივრცესთან ახლოს დაფრინავდნენ. ინფორმაციას NATO-ს მოკავშირეთა საჰაერო სარდლობა ავრცელებს.
გერმანიის საჰაერო ძალების მოიერიშეების მხარდაჭერით, SU-27-ები ხსენებული სივრციდან განდევნეს.
ალიანსის განმარტებით, რუსული თვითმფრინავები საჰაერო უსაფრთხოების საერთაშორისო წესების უგულებელყოფით საფრთხეს წარმოადგენდნენ საჰაერო სივრცის სხვა მომხმარებლებისთვის.
თავის მხრივ, სააგენტო Reuters-ი წერს, რომ ორმა ჰოლანდიურმა F-35-მა პოლონეთის მახლობლად დააფიქსირა სამი რუსული სამხედრო თვითმფრინავი. Reuters-ი ამ შემთხვევაში ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს ეყრდნობა.