პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მაშველთა ჯგუფებმა მიწისძვრის ნანგრევებიდან 8000-ზე მეტი ცოცხალი ადამიანი გამოიყვანეს მას შემდეგ, რაც გასულ კვირას თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა.
მისი თქმით, მიწისძვრის შედეგად დაშავებული 81 000-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოდან გაწერეს.
„თურქეთი ერთ-ერთი უდიდესი სტიქიური უბედურების წინაშეა არამხოლოდ თავის ისტორიაში, არამედ კაცობრიობის ისტორიაში. არასოდეს დავივიწყებთ მეგობრობას, რომელიც თქვენ აჩვენეთ ამ ბნელ დღეს", - განაცხადა ერდოღანმა.
დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მსოფლიო მთავრობის სამიტზე ვიდეომიმართვისას თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ თურქეთმა სოლიდარობის გზავნილები 100-ზე მეტი ქვეყნიდან მიიღო.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში 31600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 3600-ს მიაღწია.