თურქეთის სამაშველო ჯგუფები აცხადებენ, რომ 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრიდან ერთ კვირაზე მეტი ხნის შემდეგაც ესმით ხმები ნანგრევებიდან, რაც უფრო მეტი ადამიანის გადარჩენის იმედს აჩენს. ამის შესახებ სტატია CNN-მა მოამზადა.
კაჰრამანმარაშის რეგიონში მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხლად ამოიყვანეს 18 წლის ბიჭი და ასევე, კაცი - ერთი დღის შემდეგ, რაც მათ 10 წლის გოგო გადაარჩინეს.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში 31600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 3600-ს მიაღწია.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 9200-ზე მეტი უცხოელი პერსონალი მონაწილეობს ქვეყნის სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში, ხოლო 100-მა ქვეყანამ შესთავაზა დახმარება ანკარას.