ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6583 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6619 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0036 ლარი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8585 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8429 ლარს შეადგენდა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1410 ლარს შეადგენს და გამყარდა ფუნტი, რომელიც 3.2410 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 15 თებერვლიდან შევა ძალაში.