ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ გასულ კვირას მომხდარი ძლიერი მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრი თურქეთში იყო, ბოლო 100 წლის განმავლობაში, ევროპის რეგიონში, ყველაზე საშინელი სტიქიური უბედურება იყო.
6 თებერვალს 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრამ, რასაც მოჰყვა დიდი ბიძგები, 35000-ზე მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია თურქეთსა და სირიაში.
„ჩვენ ვხედავთ ყველაზე საშინელ სტიქიას WHO-ს ევროპის რეგიონში საუკუნის განმავლობაში და ჩვენ ჯერ კიდევ ვსწავლობთ მის მასშტაბებს“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ პრესკონფერენციაზე.