თურქეთში, კაჰრამანმარაშში მომხდარი მიწისძვრიდან 205 საათის შემდეგ, 35 წლის ქალი ნანგრევებიდან გამოიყვანეს, იტყობინება თურქული სააგენტო Anadolu.
ამავე სააგენტოს ინფორმაციით, სამხრეთ ჰათაის პროვინციაში, ანტაკიის რაიონში, დამანგრეველი მიწისძვრიდან 209 საათის შემდეგ, წყვილი ამოიყვანეს ნანგრევებიდან.
სამხრეთ თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, 35 410 ადამიანი დაიღუპა. 10 პროვინციაში 13 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა.
მიწისძვრა იგრძნობოდა მეზობელ სირიაშიც, სადაც ასევე მსხვერპლი მოჰყვა ნგრევას. საერთო ჯამში, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 40 000-ს აჭარბებს.