მამუკა მდინარაძე: საარჩევნო ბარიერის დაწევას  საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ოპოზიციის იმ ნაწილს, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ, მოუწოდებს პარტია “მოქალაქეებთან“ დღეს გაფორმებულ შეთანხმებას შეუერთდნენ.

მისი ცნობით, დოკუმენტში, რომელსაც დღეს ორმა პარტიამ მოაწერა ხელი, საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხიც არის გათვალისიწნებული და ღიაა ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის.

„პოლიტიკურმა პარტიებმა, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა და დღეს მათი წარმომადგენლები ირიცხებიან საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში, ისინი არიან დეპუტატები, ვიდრე მათ უფლებამოსილება შეუწყდებათ და მათ აქვთ საშუალება, რომ ამ დოკუმენტს შემოუერთდნენ. ეუთო/ოდირის რეკომენდაციებიდან დაწყებული, მათ მიერ დაყენებული საკითხებით გაგრძელებული, მაგალითად, როგორიც არის, ნულიდან 3%-იან ბარიერამდე მსჯელობა, ანუ ჩვენ ავიღეთ ვალდებულება კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით რომ 4 და 5%-იან ბარიერის ფარგლებში არ ვიმსჯელებთ. მსჯელობა იქნება მხოლოდ ნულიდან 3%-მდე, ანუ 3%-იანი უკვე გარანტიაა, დანარჩენი უკვე მოლაპარაკებების და კონსულტაციების შედეგად შეიძლება გადაწყდეს იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას მიიღებს იმდენი დეპუტატი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები შესაძლებელია განხორციელდეს“, - აცხადებს მდინარაძე.

მისი თქმით, იქ არის უამრავი სხვა საკითხი. ე.წ. 100 მეტრიან დისტანციასთან, ასევე, ელექტრონულ სისტემასთან, შტრიხ კოდთან დაკავშირებით. „ ამ დონეზე ჩავედით სიღრმეებში და თუ თავსებადი იქნება სხვა ინოვაციებთან და ტექნოლოგიებთან, რომელიც შემოვიტანეთ ჩვენ ამ შეთანხმების ნაწილად ამ შემთხვევაში, იქნება შტრიხკოდებზეც საუბარი რომ თეორიული შანსიც კი გამოირიცხოს ე.წ. კარუსელის და ა.შ. უამრავი საკითხია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც მანდატების გაუქმება ოფიციალურად მოითხოვეს, საპარლამენტო უფლებამოსილება, 2 თებერვალს შეუწყდებათ. საპარლამენტო უფლებამოსილების საკითხს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს. 2 თებერვალმდე ოპოზიციურ პარტიებს, ან ცალკეულ დეპუტატებს, გადაწყვეტილების შეცვლა და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა შეუძლიათ.

მისივე თქმით, თუ ოპოზიცია პარლამენტში შევა, მათივე მონაწილეობით შეიქმნება კომისია და დადგინდება ჰქონდა თუ არა, არჩევნებზე გაყალბებას, გადაცდომას, ხარვეზს ადგილიდ ა ამან „ქართულ ოცნებას თუნდაც 1%-იანი „სარგებელი“ მოუტანა, მაშინ ხელისუფლება თანახმაა ხელახალი არჩევნები ჩატარდეს.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა დღეს განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება შედგა და ლევან იოსელიანთან ერთად, პარლამენტში შედის.

"მოქალაქეების" მიერ საპარლამენტო უმრავლესობასთან გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს: არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარებას, თითის ანაბეჭდით იდენტიფიკაციით; ყველა საარჩევნო უბანზე სამი კამერის დამონტაჟებას და ლაივსტრიმის" ჩართვას; ასევე ცესკო-ში ბარიერგადალახული ყველა პარტიის წარმოდგენას.

რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, "გირჩი" აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლაზე, მხოლოდ გარკვეული პირობების სანაცვლოდ დათანხდება. "გირჩის" მოთხოვნაა, თუ 2022 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, ოპოზიციამ მმართველ პარტიაზე მეტი ხმა აიღო, ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს. ასევე მოითხოვენ საარჩევნო ბარიერის დაწევას. აღნიშნული საკითხების გადაწყვეტას საკონსტიტუციო უმრავლესობა ესაჭიროება, რომელიც ოპოზიციის ბოიკოტის გამო ამ ეტაპზე პარლამენტში არ არსებობს.

ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც მანდატების გაუქმება ოფიციალურად მოითხოვეს, საპარლამენტო უფლებამოსილება, საბოლოოდ 2 თებერვალს შეუწყდებათ. საპარლამენტო უფლებამოსილების საკითხს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს. 2 თებერვალმდე ოპოზიციურ პარტიებს, ან ცალკეულ დეპუტატებს, გადაწყვეტილების შეცვლა და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა შეუძლიათ.

ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შედიან

რა საარჩევნო ცვლილებებს ითვალისწინებს „მოქალაქეების“ მიერ მმართველ პარტიასთან გაფორმებული მემორანდუმი

არჩილ თალაკვაძე: ველით რომ პარლამენტში ოპოზიცია უფრო გაფართოვდება