რამშტაინის ფორმატში მორიგი შეხვედრის შემდეგ, უკრაინის გასაძლიერებლად ახალი გადაწყვეტილებები დამტკიცდა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„რა თქმა უნდა, რამშტაინის შესახებ ყველაფრის საჯაროდ გამოქვეყნება არ შეიძლება. შეთანხმებებისა და დისკუსიების დიდი ნაწილი საკონტაქტო ჯგუფის დახურულ კარს მიღმა უნდა რჩებოდეს, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ძირითადი ტენდენციები უცვლელი რჩება. უკრაინა და მისი პარტნიორები ყველაფერს ერთად აკეთებენ, რათა ტერორისტულმა სახელმწიფომ წააგოს, და ეს მოხდეს რაც შეიძლება მალე.
დღეს შევხვდი კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც ვიზიტით იმყოფებოდა უკრაინაში. მადლობა გადავუხადე კანადას მხარდაჭერისთვის, რომელიც მან უკვე გაგვიწია. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ მინისტრთან, თუ რა არის საჭირო ახლა, რათა გაგრძელდეს ოკუპანტის განდევნა უკრაინის მიწიდან“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„ჩვენი ქვეყნის დასაცავად და ჩვენი მეომრების გაძლიერების შესახებ მტკიცე გადაწყვეტილებებს რეგულარულად ვიღებთ.
14 თებერვალს, ალიანსის შტაბ-ბინაში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც აშშ-მ უმასპინძლა.
ბოლო ამგვარ შეხვედრას უკრაინისთვის Leopard2-ის ტიპის და „აბრამსის“ ტიპის ტანკების გაგზავნა მოჰყვა.