სამხრეთ-აღმოსავლეთ ადიამანის პროვინციაში დამანგრეველი მიწისძვრებიდან 212 საათის შემდეგ, 77 წლის ქალი ნანგრევებიდან ამოიყვანეს. შესაბამის ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს.
თურქეთის სამხრეთით მომხდარ ორ ძლიერ მიწისძვრას სულ მცირე 35 418 ადამიანი ემსხვერპლა.
10 პროვინციაში 13 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა.
მიწისძვრა იგრძნობოდა მეზობელ სირიაშიც, სადაც ასევე მსხვერპლი მოჰყვა ნგრევას. საერთო ჯამში, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 40 000-ს აჭარბებს.