სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში არარატ მირზოიანი თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
სომხური დელეგაციის ვიზიტის მიზანია, ხაზი გაუსვას ერევნის მხარდაჭერას თურქეთისადმი, 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის ფონზე.
თურქეთის სამხრეთით მომხდარ ორ ძლიერ მიწისძვრას სულ მცირე 35 418 ადამიანი ემსხვერპლა.
10 პროვინციაში 13 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა.
მიწისძვრა იგრძნობოდა მეზობელ სირიაშიც, სადაც ასევე მსხვერპლი მოჰყვა ნგრევას. საერთო ჯამში, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 40 000-ს აჭარბებს.