გასული კვირის დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ, სამხრეთ თურქეთში სამძებრო-სამაშველო სამუშაო გრძელდება. კატასტროფის ჯგუფმა მრავალი ცხოველი გადაარჩინა. ჰათაიში, იმ 10 პროვინციიდან ერთ-ერთში, რომელიც ძლიერ დაზარალდა მიწისძვრებით, მოხალისეებმა 300-ზე მეტი ცხოველი გადაარჩინეს. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.
6 თებერვალს სამხრეთ თურქეთში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 35,400-ზე მეტი ადამიანი და დაშავდა 81,000-ზე მეტი. ქვეყნის კატასტროფების სააგენტოს AFAD-ის ცნობით. 7,7 და 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრები, რომლის ეპიცენტრი კაჰრამანმარაშის პროვინციაში იყო, თურქეთის 10 პროვინციაში 13 მილიონზე მეტი ადამიანი დააზარალა.