ევროკომისიის პრეზიდენტი AstraZeneca-სგან განმარტებებს ითხოვს

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეინი AstraZeneca-სგან სარწმუნო პასუხს ელის, თუ რატომ ვერ შეძლო კომპანიამ შეთანხმებული პერიოდის განმავლობაში ვაქცინის მიწოდება.

ფონ დერ ლეინის თქმით, კომპანიის გადასაწყვეტია, თუ როგორ მიაწვდის დაპირებულ დოზებს ქვეყნებს, თუმცა ის ამავდროულად ბრიტანული ვაქცინის მწარმოებლისგან გამჭვირვალობას ითხოვს.

„AstraZeneca-სგან, ისევე როგორც სხვა კომპანიებისგან გვინდა, რომ მიწოდების ხელშეკრულება შესრულდეს", - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი. „ჩვენ გვინდა, დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ მივიღებთ შეძენილ დოზებს", - დასძინა ფონ დერ ლეინმა.

როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, პასკალ სორიომ განაცხადა, კომპანია ხარვეზების გამოსასწორებლად 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და პრობლემა პრაქტიკულად გადაჭრილია, თუმცა წარმოების დაგეგმილ გრაფიკს კომპანია 2 თვით ჩამორჩება.