„ჩვენი სახმელეთო საზღვარი 35 წლის შემდეგ გაიხსნა. ეს სიმბოლური ნაბიჯია“, - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა თურქ კოლეგასთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან ერთობლივ ბრიფინგზე.
მისი თქმით, სომხეთი დაინტერესებულია სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებით.
„ჩვენ დაინტერესებული ვართ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენით“, - აღნიშნა მირზოიანმა.