აზერბაიჯანმა დღეს თურქეთში 20 თანამედროვე მობილური სახლი გაგზავნა. Report-ის თანახმად, ამ კვირის ბოლომდე ძმურ ქვეყანაში კიდევ 90 თანამედროვე მოდულური სახლი გაიგზავნება.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამ ერთ და ოროთახიან მოდულურ სახლებს ყველა პირობა აქვს 10-დან 12-მდე ადამიანის განსათავსებლად.
სამხრეთ თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, 35 410 ადამიანი დაიღუპა.
10 პროვინციაში დაზარალდა 13 მილიონზე მეტი ადამიანი.