უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ეცდება, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების თარიღი მოაახლოოს.
„ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მოვამზადოთ ევროკავშირში მოლაპარაკებისთვის სტარტი. კერძოდ, ამის შესახებ ვისაუბრეთ შვედეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს, რომელიც ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა. არსებობს აუცილებელი ლიდერობა და ნება იმისთვის, რომ უკვე წელს დავიწყოთ მოლაპარაკებები წევრობაზე. უკრაინა ამაში პარტნიორების მხარდაჭერას გრძნობს და მადლობელი ვარ ამისთვის“,- განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.