სოციალურ ქსელებში მიწისძვრის შესახებ პროვოკაციული პოსტების გავრცელების ბრალდებით, თურქეთის პოლიციამ 78 ადამიანი დააკავა

სოციალურ ქსელებში მიწისძვრის შესახებ პროვოკაციული პოსტების გავრცელების ბრალდებით თურქეთის პოლიციამ 78 ადამიანი დააკავა.

"გამოვლენილია სოციალური ქსელების 78 მომხმარებელი, რომელთა პოსტები შიშსა და პანიკას თესავდნენ საზოგადოებაში. 20 მათგანი უკვე, წინასწარ პატიმრობაშია", - ნათქვამია ინფორმაციაში.

თურქეთის სამხრეთით მომხდარ ორ ძლიერ მიწისძვრას სულ მცირე 35 418 ადამიანი ემსხვერპლა.

10 პროვინციაში 13 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა.

მიწისძვრა იგრძნობოდა მეზობელ სირიაშიც, სადაც ასევე მსხვერპლი მოჰყვა ნგრევას. საერთო ჯამში, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 40 000-ს აჭარბებს.