2022 წელს ქართულ ბანკებში ახალი ანგარიში რუსეთის 109 955 მოქალაქემ გახსნა

2022 წელს საქართველოს ბანკებში რუსეთის 109 955 მოქალაქემ გახსნა ახალი ანგარიში. ამის შესახებ ინფორმაციას bpn ეროვნული ბანკის მიერ დეპუტატ პაატა მანჯგალაძისთვის გაგზავნილი ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"გასათვალისწინებელია, რომ შესაძლოა, კონკრეტულ პირს გახსნილი ჰქონდეს ერთზე მეტი ანგარიში სხვადასხვა ბანკში და ცხრილში ასახული პირთა ჯამური რაოდენობა მოიცავდეს დუბლირებულ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ მონაცემებს გაწვდით კონსოლიდირებული სახით, ბანკების მიხედვით დეტალიზაციის გარეშე, გამომდინარე კონფიდენციალობის პრინციპიდან,“ - ნათქვამია სებ-ის მიერ ინფორმაციაში.