სამხრეთ თურქეთში მიწისძვრიდან 248 საათის შემდეგ, ადიამანის პროვინციაში 17 წლის გოგო ნანგრევებიდან ცოცხალი გამოიყვანეს. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს.
ბოლო ინფორმაციით, 36,187 ადამიანი დაიღუპა და 108,000-ზე მეტი დაშავდა ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, რომლებიც გასულ კვირას სამხრეთ თურქეთში მოხდა.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხუთშაბათს განაცხადა, რომ 74 ქვეყნიდან სულ 7098 უცხოელი პერსონალი აგრძელებს მუშაობას სტიქიის ზონებში.
მიწისძვრა იგრძნობოდა მეზობელ სირიაში, სადაც სტიქიას ასევე მოჰყვა მსხვერპლი.