მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, ახლა ქვეყნის მიერ ნეიტრალიტეტზე უარის თქმის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ამის შესახებ ადგილობრივი მედიის ცნობით, მაია სანდუმ რუმინული ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა.
„ახლა ნეიტრალიტეტზე უარის თქმის საკითხი არ დგას. ნეიტრალიტეტი გაწერილია მოლდოვის კონსტიტუციაში.
მეტიც, თუ გავაანალიზებთ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს, მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ მიიჩნევს, რომ ნეიტრალიტეტი უნდა შენარჩუნდეს. ჩვენ მოქალაქეების ამ არჩევანს პატივს ვცემთ“, - აცხადებს სანდუ.