მოლდოვამ დორინ რეჩანის ხელმძღვანელობით ახალი პროდასავლური მთავრობა დაამტკიცა. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მოლდოვა ჯერ კიდევ რჩება ჰიბრიდული თავდასხმების ობიექტად.
„ველით, რომ უახლოეს პერიოდში ინტენსიურობა კიდევ უფრო გაიზრდება, მაგრამ ჩვენ უკვე გვაქვს დაწესებულებები, რომლებიც მზად არიან, ამ გამოწვევას გაუმკლავდნენ”, - განაცხადა ახალმა პრემიერმა.
მოლდოვის პრემიერ-მინისტრი 14 თებერვალს გადადგა.