მაშველმა ძაღლებმა გადაარჩინეს ქალი, რომელმაც თურქეთში, ნანგრევების ქვეშ 10 დღე გაატარა

ორმა მაშველმა ძაღლმა გადაარჩინა ქალი, რომელმაც თურქეთში, ნანგრევების ქვეშ 10 დღე გაატარა. ძაღლებთან ერთად მომუშავე მოხალისე ჯგუფებმა ასევე იპოვეს იპოვეს 6 ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანია.

ვარაუდობენ, რომ ორი წლის ბიჭი და სამი წლის გოგო და-ძმანი არიან.

მოხალისეებმა ასევე დაადასტურეს, რომ 42 წლის კაცი ნანგრევებიდან მაშველი ძაღლის დახმარებით ამოიყვანეს.

ბოლო ინფორმაციით, 36 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 108,000-ზე მეტი დაშავდა ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, რომლებიც გასულ კვირას სამხრეთ თურქეთში მოხდა.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხუთშაბათს განაცხადა, რომ 74 ქვეყნიდან სულ 7098 უცხოელი პერსონალი აგრძელებს მუშაობას სტიქიის ზონებში.

მიწისძვრა იგრძნობოდა მეზობელ სირიაში, სადაც სტიქიას ასევე მოჰყვა მსხვერპლი.