ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პეკვურმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ უკრაინას წლის ბოლომდე 100 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება მიეწოდოს. მინისტრმა ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელ ლოიდ ოსტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ტალინში ისაუბრა.
„ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ მეტი. მე მაქვს სამი ძირითადი წინადადება, თუ როგორ. პირველ რიგში, ყველა ევროპელმა პარტნიორმა და NATO-ს მოკავშირეებმა თავდაცვაზე. მშპ-ს 2%-ზე მეტი უნდა დახარჯონ“, - განაცხადა ესტონელმა მინისტრმა.
მისივე თქმით, ესტონეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია ითვალისწინებს ახალ სტანდარტს, რაც გულისხმობს თავდაცვისთვის მშპ-ს არანაკლებ 3%-ის გაღებას“.