ბერლინში დიდი ბრიტანეთის საელჩოს დაცვის ყოფილ თანამშრომელს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ბრიტანული მედია წერს, რომ შოტლანდიაში დაბადებული 58 წლის დევიდ ბალანტინ სმიტი, რომელიც ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა მოქმედებდა რუსი აგენტის ხელმძღვანელობის ქვეშ მოქმედებდა.
58 წლის დევიდ ბალანტინ სმიტმა აღიარა რუსეთის ხელისუფლებისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა.
მოსამართლემ განაცხადა, რომ სმიტმა საელჩოს თანამშრომლები „მაქსიმალური რისკის ქვეშ“ დააყენა, როდესაც მათი ფოტოები რუსეთის საელჩოს გადასცა ბერლინში. მაგრამ სმიტი ამტკიცებდა, რომ მას საელჩოსთვის უბრალოდ „უხერხულობის შექმნა“ სურდა და იმ დროს დეპრესიით იტანჯებოდა.