ენტონი ბლინკენის თქმით, პეკინმა შესაძლოა, მოსკოვს ლეტალური მხარდაჭერა გაუწიოს, რასაც ჩინეთისთვის სერიოზული შედეგები ექნება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, უკრაინის ომისთვის ჩინეთი რუსეთისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას განიხილავს

ენტონი ბლინკენმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩინური კომპანიები რუსეთს არალეტალურ მხარდაჭერას უკვე უწევდნენ, თუმცა პეკინმა შესაძლოა, მოსკოვს „ლეტალური მხარდაჭერა გაუწიოს.

ბლინკენის შეფასებით, ამ ესკალაციას ჩინეთისთვის სერიოზული შედეგები ექნება.

ბლინკენი შაბათს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვან ის შეხვდა.