თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრების მსხვერპლის რიცხვი 41 020-მდე გაიზარდა.
მიწისძვრის ზონებში პოლიციის, ჟანდარმერიის, სასწრაფო დახმარების, ადგილობრივი უსაფრთხოებისა და დამხმარე ჯგუფების, მოხალისეებისა და საველე პერსონალის სულ 245 ათას 198 ადამიანი იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთსა და სირიაში 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.