საქსტატმა დღეს 2023 წლის იანვრის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში 459 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე. ეს თანხა წინა წელთან შედარებით 38.5%-ით მეტია. ყველაზე მეტი 87.8 მილიონის საქონელი რუსეთში გავიდა.
საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ დსთ-ში საქართველოს ექსპორტი 68%-ით გაიზარდა და მისმა წილმა მთლიანი ექსპორტის 60%-ს მიაღწია, ხოლო ევროკავშირში ექსპორტი 13%-ით შემცირდა. მთლიან ექსპორტში EU-ზე მხოლოდ 16% მოდის. დსთ-ს ბაზარზე საქართველომ 3.75-ჯერ მეტი საქონელი გაიტანა, ვიდრე ევროკავშირში.
საექსპორტო ქვეყნების ათეულში EU-ს წევრი მხოლოდ ორი სახელმწიფოა, ესენია ბულგარეთი (მეშვიდე) და ესპანეთი (მერვე პოზიციაზე). დანარჩენი ბაზრები ძირითადად დსთ-ს მიეკუთვნება.
საექსპორტო პარტნიორი ქვეყნების რეიტინგი ასე ნაწილდება:
- რუსეთი - $87.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 105%
2. სომხეთი - $69.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 235%
3. აზერბაიჯანი - $51.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 11%
4. ყაზახეთი - $32.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 433%
5. ჩინეთი $31.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 14%
6. თურქეთი - $31.3 მილიონი, ზრდა წინა წელთან 14%
7. ბულგარეთი - $25.7 მილიონი, კლება წინა წელთან -48%
8. ესპანეთი - $19.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 332%
9. პერუ - $17 მილიონი, ზრდა წინა წელთან 461%
10. ყირგიზეთი - $16.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 1,031%.