ჩინეთი ღრმად არის შეშფოთებული, რომ უკრაინის კონფლიქტი კონტროლიდან გადის, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ცინ განმა განაცხადა.
„ჩინეთი ღრმად არის შეშფოთებული კონფლიქტის მუდმივი ესკალაციის გამო და სიტუაციის კონტროლიდან გასვლის შესაძლებლობით. ჩვენ მოვუწოდებთ შესაბამის ქვეყნებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლის გაღვივება, ჩინეთის დადანაშაულება და რიტორიკის აჟიოტაჟი – დღეს უკრაინა, ხვალ ტაივანი“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩინური კომპანიები რუსეთს არალეტალურ მხარდაჭერას უკვე უწევდნენ, თუმცა პეკინმა შესაძლოა, მოსკოვს „ლეტალური მხარდაჭერა გაუწიოს.
ბლინკენის შეფასებით, ამ ესკალაციას ჩინეთისთვის სერიოზული შედეგები ექნება.